დაკარგული დებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს

0

1459306_1574052869522754_6717407639248727509_nდაკარგული დებიდან ერთ-ერთი, ინდირა ზარანდია გარდაცვლილი იპოვნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ზარანდიების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გააჟღერა, მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მზიურის ტერიტორიის მიმდებარედ ნახეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება გარდაცვლილის დის,  ლიზი ზარანდიას და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდის – სერგო კაპანაძის პოვნა.

11220058_10206895604219181_5596094548575374271_n (1)დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. მათთან კონტაქტი წუხელ, დაახლოებით ათ საათზე გაწყდა. ახლობლები მათ მობილურ ტელეფონზე ვეღარ დაუკავშირდნენ.

ცნობისათვის, ზარანდიების ოჯახი ხობის რაიონის სოფელ გურიფულში ცხოვრობდა. ზუსტად ხუთი წლის წინ კი ოჯახმა სოფელში სახლი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. ზარანდიების ოჯახს გურიფულში ახლო ნათესავები ყავთ.