დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში სააკაშვილი შესაძლოა პროკურატურაში იძულებით მიიყვანონ

0

saakashvili_uari_საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. უწყებაში, რომელიც პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას ჩაბარდა მითითებულია, რომ თუ მოწმე არ გამოცხადდება დაკითხვაზე მაშინ მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი სანქციები, მათ შორის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა სააკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართა. ბიბილაშვილი პროკურატურაში ექს-პრეზიდენტის დაბარებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

“ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამინისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი გაექცა პასუხისმგებლობას და კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ცდილობს, ჩამოიშოროს მთავარი პოლიტიკური კონკურენტი. იმ დროში, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, “გაზპრომის” აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. ეს ნაბიჯი არის ოლიგარქის საპასუხო ნაბიჯი სააკაშვილის საერთაშორის აქტიურობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: