დამკრძალავი ბიურო ერთ-ერთ კლიენტს სასამართლოში უჩივლებს

0

funeral_bზუგდიდის  დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი ადგილობრივ რაიონულ სასამართლოში მისი ერთ-ერთი კლიენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. როგორც დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან აღნიშნა საქმე ეხება დამკრძალავი ბიუროსადმი მიყენებულ ზარალს. ჩვენი რესპონდენტის მიერ მოყოლილი ამბავი უფრო მეტად ანეგდოტს ჰგავს, თუმცა საქმე სერიოზულადაა.

“სვანს გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ჩამოვიდნენ ზუგდიდში და იქირავეს მიცვალებულის მაცივარი. დათქმული დროის გასვლის შემდეგ მეპატრონემ მოიკითხა მაცივარი და დამქირავებელს სთხოვა მისი  დაბრუნება. გაკვირვებულმა სვანმა კი ჩვეულებრივად უპასუხა– “იმ მაცივრით მიცვალებული დავასაფლავეთო.” მეპატრონე სასამართლოში აპირებს ჩივილს და 2 500 ლარის გადახდას ითხოვს რაზეც დამქირავებელი უარს აცხადებს,”-აცხადებს SMO.GE-სთან დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.

დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანას მომავალ კვირას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: