დამკრძალავ ბიუროს სვანმა კლიენტმა ზარალის სახით 2.500 ლარი გადაუხადა

0

84239fuliiზუგდიდის დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელმა გია მაქაცარიამ  რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანა მისი ერთ-ერთი სვანი კლიენტის წინააღმდეგ გადაიფიქრა. ამის მიზეზად მაქაცარიამ მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაასახელა. მაქაცარიას განცხადებით კლიენტმა დამკრძალავი ბიუროსგან ნაქირავები მიცვალებულის მაცივრის სრული საფასური, 2.500 ლარი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დამკრძალავი ბიურო მის კლიენტს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებოდა.ამის მიზეზი კი დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მოყოლილი ერთი ანეგდოტური, თუმცა სინამდვილეში მომხდარი ამბავი იყო.

“სვანს გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ჩამოვიდნენ ზუგდიდში და იქირავეს მიცვალებულის მაცივარი. დათქმული დროის გასვლის შემდეგ მეპატრონემ მოიკითხა მაცივარი და დამქირავებელს სთხოვა მისი  დაბრუნება. გაკვირვებულმა სვანმა კი ჩვეულებრივად უპასუხა– “იმ მაცივრით მიცვალებული დავასაფლავეთო.” მეპატრონე სასამართლოში ჩივილს აპირებდა”

სხვა ახალი ამბები: