დამნაშავეებმა გალის რაიონში ფულის შოვნის იოლ გზას მიაგნეს

0

shantaJiაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/gali.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

აფხაზეთში ეკონომიკურ სიდუხჭირეს ორიგინალური და თანამმედროვე მეთოდებით ებრძვიან. ფულის შოვნის იოლ გზას მიაგნეს დამნაშავეებმა გალის რაიონში. თუ ადრე შეძლებულ ოჯახებზე თავდასხმა მოულოდნელად ხორციელდებოდა, ამჟამად სატელეფონო ზარებით წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას, თუ ფულს დანიშნულ ადგილზე არ მოიტან შენს ოჯახს თავდასხმა არ ასცდებაო.

smo.ge-ს ერთ-ერთი რესპოდენტს გალის რაიონიდან დათო.ხ.-ს სატელეფონო ზარის შემდეგ უცნობმა უთხრა, რომ თუ მას სურდა საკუთარ სახლში მშვიდად ცხოვრება დათქმულ ადგილზე დათქმულ დროს უნდა მიეტანა 10 000 რუბლი (დაახლოებით 500 ლარის ექვივალენტი)

ეს არ  არის ერთადერთი შემთხვევა. კრიმინალები გალში უკვე გატაცებებით და სხვა ანალოგიური ქმედებებით არ იწუხებენ თავს. მათ იციან , რომ მოსახლეობა ვერ გაბედავს სასამართლოში ჩივილს. არც სატელეფონო ქსელები გასცემენ მათთვის საჭირო ინფორმაციებს. ამიტომაც სწორედ ამ მეთოდით ისქელებენ ჯიბეებს.

შეშინებული მოსახლეობა კი ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და სატელეფონო ზარების შემდეგ მოთხოვილი თანხა მიდის ადრესატამდე დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას.

სხვა ახალი ამბები: