დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში დიდი პომპეზურობით აღინიშნა

0

988313_315288295271031_198522398_nსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის 25 ქალაქის პარალელურად ზუგდიდშიც აღნიშნავენ.

ცენტრალურ ბულვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გამოიფინა რეწვის ნამუშევრები, ნახატები, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო ტექნიკა, `ბიბლუსის~ მიერ გამოცემული წიგნები, ყვავილები და მცენარის ნერგები. მუსიკალურ შადრევანთან გამოფენილია ძველი ზუგდიდის ფოტოები.
ცენტრალურ ბულვარში შეჯიბრი გაიმართა მკლავჭიდსა და ჭადრაკში, კინოთეატრ „ატრიუმთან“ ფოლკლორულმა სიმღერის და ცეკვის ანსამბლებმა ნომრები წარმოადგინეს, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა კი თემატური ნამუშევრები დახატეს.

შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა ქალაქის მთავარ მოედანზე საგანგებოდ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი დადგეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

სადღესასწაულო ღონისძიებებზე არ გამოჩენილან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისა და საკრებულოს თანამშრომლები. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია მხოლოდ მერაბ კოსტავას ძეგლის გახსნის ცერემონიალზე გამოჩნდა.

სხვა ახალი ამბები: