“დამსჯელი 14”- პრემიერა ანშლაგით ზუგდიდის თეატრში

0

10497184_1595291724044012_2183890272945239580_oზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მონოსპექტაკლის “დამსჯელი 14” -ის პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლი ზუგდიდის თეატრის სცენაზე ადელ  ჰაკიმის პიესის მიხედვით, რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა. მთავარ როლს ამავე თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია განასახიერებდა. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყო.

“დღეს პრემიერაზე სრული ანშლაგია .ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა დროზე დაეჯავშნა ბილეთი, გული არ დაგწყდეთ .სპექტაკლი “დამსჯელი 14” უახლოეს დღეებში ისევ გაიმართება ჩვენს სცენაზე.\თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და საჯარო ჯგუფს “თეატრალური ზუგდიდი” .მადლობა, რომ დადიხართ და გიყვართ თეატრი, ინტერესდებით ჩვენი სიახლეებით”-აცხადებენ ზუგდიდის თეატრში.

11118615_907850895943060_6453505070707688208_o11257996_1595293137377204_3086629529192720782_o11229845_1595287254044459_3614015384776272345_oპიესა “დამსჯელი 14” ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე ომგამოვლილი, ადამიანის მენტალურ ტოპოგრაფიას წარმოადგენდა. დასაწყისში მთავარი პერსონაჟი არც პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეა და არც დაუნდობელი, სასტიკი პიროვნება. ის ერთი ჩვეულებრივი, საკმაოდ ბანალური და ალბათ კონკრეტულ ღირსებებსაც მოკლებული ცოცხალი არსებაა.მოვლენათა თანმიმდევრობამ და ირგვლივ გამეფებულმა სისასტიკემ გამოავლინა ფანატიზმი, სიძულვილი, ანუ ის ბნელი ძალა, რომელიც აქამდე, შესაძლოა, უხილავად, მაგრამ მაინც არსებობდა მის სულში.

“დამსჯელი 14” ადელ ჰაკიმის პირველი პიესაა. მისი საჯარო კითხვა შედგა 1990 წელს “ღია თეატრის” სცენაზე, ხოლო პრემიერა 1991 წელს “ჟერარ ფილიპის” თეატრში. ამავე წელს სპექტაკლმა საკმაოდ პრესტიჟული “მაყურებლის ჯილდო” მიიღო. პიესა დაიდგა შვეიცარიაში, ესპანეთში, ქაიროში. ნათარგმნია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულად.

 

სხვა ახალი ამბები: