“დამსჯელი-14” – პრემიერა ზუგდიდის თეატრში

0

1610933_1594642594108925_4913737931801147833_n28 და 29 მაისს ზუგდიდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში პრემიერაა. ზუგდიდის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ადელ ჰაკიმის პიესის მიხედვით დადგმული მონოსპექტაკლი “დამსჯელი 14”
მონოსპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ბადრი წერედიანი, მხატვარი-ილია საჯაია. ჯარისკაცის როლს ზუგდიდის თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია შეასრულებს. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.

სპექტაკლში ასახულია ადამიანის ტრაგიკული ბედი სამოქალაქო ომის პირობებში და მისგან აღმოცენებული ფანატიზმისა და სიძულვილის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა.