“დაპატიმრებული პირუტყვი და დაჯარიმებული მესაკუთრეები”:-რა იკრძალება ზუგდიდში?(VIDEO)

0

pirutyviiiქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლაზე ქალაქ ზუგდიდის მერია და საკრებულო კონტროლს მომავალი კვირის ორშაბათიდან გაამკაცრებს. მოხეტიალე ან მეთვალყურეობის გარეშე მყოფი პირუტყვი დაუყონებლივ იზოლაციას დაექვემდებარება.პირუტყვის მესაკუთრე კი კკანონის დადგენილი წესით დაჯარიმდება. ამის შესახებ დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს.

კანონით გათვალისწინებული ჯარიმები პირველ შემთხვევაში 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო შემდგომ 100-100 ლარის ოდენობით. პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში მათი ტრანსპორტირება განხორციელდება და განთავსდება  სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. პირუტყვის მესაკუთრეს დაეკისრება ვალდებულება შესაბამისი ჯარიმა 20 დღის ვადაში გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაშიმოხდება დაპატიმრებული პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. იმ შემთხვევაში თუ პირუტყვის რეალიზაციის  შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა პირუტყვის მესაკუთრეს დაუბრუნდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება უკვე ძალაში შევიდა. კანონის აღსრულებას ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები ორშაბათიდან შეუდგებიან.

სხვა ახალი ამბები: