დაპირისპირება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის მარტვილში

0

martviliმარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრის მრევლი სასულიერო პირებს დაუპირისპირდა.

ადგილობრივები ტაძრის ყოფილი წინამძღვარის მამა გრიგოლ დარასელიას დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოძღვარი რამდენიმე თვის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე წავიდა, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ მსახურების მიზნით ყაზბეგში გადავიდა. მრევლი სიტუაციაში გარკვევას და ყოფილი წინამძღვარის დაბრუნებას ითხოვს.

სწორედ ამ მოთხოვნით შეიკრიბნენ ისინი დღეს ტაძართან, სადაც მღვდლებსა და მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ ახალი წინამძღვარი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა აქ არიან სასულიერო პირებიც, რომელთა მიმართ პრეტენზიები გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნაა, დააბრუნონ მამა გრიგოლი, ან აგვიხსნან მისი წასვლის მიზეზი. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებ, დასაკარგი რა გვაქვს, მრევლი ტაძარში აღარ დადის. წავალთ საპატრიარქოშიც და შესაძლოა, აქციებიც დავიწყოთ, თუ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ“, – აცხადებს ამირან ხელაია.

სასულიერო პირებს კი კომენტარი ჟურნალისტებთან ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ. ამ წუთებში ისინი ტაძართან მდებარე სასულიერო სკოლის შენობაში მრევლს ხვდებიან და განცხადება ეპარქიის მხრიდან, სავარაუდოდ, სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

სხვა ახალი ამბები: