დაპირისპირება რესტორანში და საავადმყოფოში მოხვედრილი ყოფილი მაღალჩინოსნები

0

restoraniთბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან “ლა ფრუტტეში” მომხდარი დაპირისპირების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ , რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში არიან გადაყვანილი.

მათივე ცნობით, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანიც, გვარად მაზიაშვილი.

თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.

სხვა ახალი ამბები: