დაპირისპირება ფოთის მერიაში: რატომ დაითხოვა ფოთის მერმა რატი კვანტრიშვილი?

0

999073_10200598553986170_394945796_nფირმა ”ინფრასტრუქტურა 2008”-ის ყოფილი უფროსი რატი კვანტრიშვილი ქალაქ ფოთის მერს დავით სარსანიას სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

”ფოთის მერი მიგზავნიდა რაღაც გამაფრთხილებელ ბრძანებებს, თითქოსდა მე არაჯეროვნად ვასრულებდი საქმეს. მე გავასაჩივრე მერის ბრძანებები და და სასამართლომ გამოიტანა ჩემს მიმართ გამამართლებელი განაჩენი. ამის შემდეგ კი მან დაწერა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ”-აცხადებს რატი კვანტრიშვილი.

”ინფრასტრუქტურა 2008”-ის ყოფილი უფროსი სამსახურიდამ მის დათხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებს, თუმცა ასე არ ფიქრობს თავად ქალაქ ფოთის მერი. კვანტრიშვილის მიმართ ბრალდებები ფოთის მერს, დავით სარსანიასაც გააჩნია. მისი განცხადებით კვანტრიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული და მისივე საქმიანობის შესწავლით დაინტერესებულია პროკურატურაც.

”ძალიან დიდი და ბევრი კითხვები აქვს თავად კვანტრიშვილის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს. აღძრულიც არის სისხლის სამართლის საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ 20-25 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი არის დაკარგული, რომელიც სწორედ ამ პიროვნებაზე იყო მინდობილი. ასევე არის ძალიან ბევრი დარღვევები, რომელიც გამოძიების საგანია. ასევე ჩვენ გუშინ მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ კვანტრიშვილს წინასწარ აღებული აქვს რვა თვის ხელფასი”- აცხადებს დავით სარსანია.

 

სხვა ახალი ამბები: