დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში:- ბერდია კალანდია დავით ბელქანიას სასამართლოში უჩივლებს

3

berdiaხმაური იყო დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოოს თავმჯდომარე დავით ბელქანია და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვ ელოს” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია. დაპირისპირების მიზეზი გახდა ბერდია კალანდიას მიერ დასმული კითხვა, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული რიგგარეშე სხდომის დანიშნვა მაშინ, როცა წალენჯიხაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

“მე საკრებულოს ფრაქციუა “ლაკადას” თავმჯდომარეს დავუსვი სამი მარტივი კითხვა. პირველი-რატომ არ იყო შეთანხმებული “ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციასთან ფრაქციის სახელის გადარქმევა, მეორე-ფრაქციის ცხრა წევრიდან რატომ არ არის თუნდაც ერთი წევრი “ქართული ოცნებიდან” და მესამე-რატომ არ დატოვეს პარტია ფრაქციაში გაერთიანებულმა წევრებმა. ძირითადი რაც გავაპროტესტე, იყო ის, რომ დღევანდელ დღეს, როცა გლოვობს მთელი წალენჯიხა და უკანასკნელ გზაზე მიაცილებს ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს არ უნდა ჩატარებულიყო საკრებულოს სხდომა. ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა”-აცხადებს ბერდია კალანდია.

ბერდია კალანდიას მწვავე კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ დაუსაბუთებელი ბრალდებით უპასუხა. დავით ბელქანიამ ბერდია კალანდიას “ნაციონალების ქოლგის ქვეშ მყოფი” ადამიანი უწოდა.

“მე მან ნაციონალების ქოლგის ქვეშ მყოფი ადამიანი და ყოფილი “კუდის” უფროსის ზაალ ღურწკაიას კადრი მიწოდა. ეს არის აბსურდული და საკმაოდ მძიმე ბრალდება ჩემი მისამართით. ამიტომაც ჩემი შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ მე ოფიციალურად ვაპირებ სარჩელის შეტანას საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ, ასევე ვაპირებ სარჩელის შეტანას კობა შანავას წინააღმდეგაც. ორივემ პასუხი უნდა აგოს  ან დამიმტკიცონ ის ბრალდებები, რაც ჩემს წინააღმდეგ აქვთ მათ გამოყენებული”-აცხადებს ბერდია კალანდია.

უახლოეს მომავალში “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაცია დღის წესრიგში დააყენებს კობა შანავას პარტიიდან გარიცხვის საკითხს.

სხვა ახალი ამბები: