ჩხუბი წყლით სავსე ბოთლებით: რა მოხდა ზუგდიდის საკრებულოში? (ვიდეო)

0

botlebiხმაურით წარიმართა დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წინა დღით გაკეთებულ კომენტარებზე საუბრით დაიწყო. საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „რესპუბლიკური პარტიიდან“ გიორგი თოდუა და საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელია დაუპირისპირდნენ. ურთიერთშელაპარაკებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა შელიამ თოდუას უცენზურო სიტყვებით მიმართა. გაღიძიანებულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს წევრს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. სწორედ ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გიორგი თოდუას თანაპარტიელებიც ჩაერთნენ. დაპირისპირებულ მხარეებს საკრებულოს თავმჯდომარე აშველებდა.

გარკვეული დროის შემდეგ საკრებულოს შეწყვეტილი სხდომა ისევ განახლდა, თუმცა ბათლომე შელიამ სხდომა დემონსტრაციულად დატოვა. კომენტარი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოგვიანებით გააკეთა. მომხდარზე პრესასთან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც ისაუბრა. საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომლებიც სხდომებს მუდმივად ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრებს შორის უთანხმოება გუშინ facebook-ში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისა და “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის ანა წითლიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა.  გიორგი თოდუას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბათლომე შელიამ ერთ-ერთ კომენტარში ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. საკრებულოს წევრის, ანა წითლიძის სტატუსი სოციალურ ქსელში “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

სხვა ახალი ამბები: