“დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ”- როტაცია აფხაზეთის მთავრობაში

0

293859_309431452486256_595758298_nაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თორნიკე კილანავა, რომლის მოხსნის შესახებ სამი დღის წინ ბრძანება მთავრობაში დაიწერა, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის პოსტს ჩაიბარებს. ამ თანამდებობაზე არჩევნებამდე ბადრი ბულისკერია მუშაობდა, რომელიც ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა.

smo.ge თავად თორნიკე კილანავას დაუკავშირდა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მის დანიშვნებთან დაკავშირებით, თუმცა შემოთავაზებები მას სწორედ ამ და კიდევ სხვა თანამდებობებზე უკვე ჰქონდა. სხვა შემოთავაზებულ თანამდებობებს შორის განათლების სამინისტრო დაასახელა. ” არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქუჩაში არ დამტოვებენ”-აცხადებს კილანავა.

ცნობილი ხდება, რომ თორნიკე კილანავა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადასასვლელად უკვე ემზადება. აღმოსავლეთის წარმომადგენლობის ოფისი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზეა განთავსებული.

სხვა ახალი ამბები: