დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მუსიკალური ფესტივალი სენაკში

0

935647_458447504249842_1867650903_nქალაქ სენაკში  სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური მუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით ”სამეგრელოს ვარსკვლავები” დაარსდა.

წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს ყველა სკოლიდან 268 მოსწავლემ. ფესტივალი შემდეგი სპეციალობებით შემოიფარგლა: ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, ფოლკლორი, კლასიკური ვოკალი, ქართული სიმღერა და გუნდი.

ფესტივალის დირექციის გადაწყვეტილებით 2014 წლიდან ფესტივალი ფართომაშტაბიანი გახდება და დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ჩატარდება. მომავალი წლიდან ფესტივალს “სამეგრელოს ვარსკვლავების” ნაცვლად დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მუსიკალური ფესტივალი ეწოდება.

ფესტივალის პირობებს ფესტივალის დირექცია ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

სხვა ახალი ამბები: