დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების დამთვლელ კომისიას შოთა მურღულია პირადად უხელმძღვანელებს

0

IMG_9394რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით ის პირადად უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც, ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუნიციპალიტეტებისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზიანს დაითვლის.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში არსებულული ვითარების შესახებ. სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, მოამზადებს მთავრობის განკარგულებას და მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხებს მიიღებენ“,–აცხადებენ სამინისტროში.

სხვა ახალი ამბები: