დასუფთავების აქციას ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები და ზუგდიდის გამგებელი შეუერთდნენ (VIDEO)

0

zugdidis gamgebeliდღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ.დასუფთავების აქცია სახელწოდებით “დავასუფთავოთ საქართველო” ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა და არჩეულმა გამგებელმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშიდან დაიწყეს. მათ მიერ დასუფთავებულ იქნა აღნიშნული სოფლის ტერიტორია და წინასაარჩევნო პლაკატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას განცხადებით ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ყოველი თვის ბოლოსმსგავსი ტიპის აქციები პერმანენტულად ჩატარდება.

“ჩვენ ვუერთდებით დასუფთავების აქციას. დილიდან უკვე დავიწყეთ სოფლის ტერიტორიის დასუფთავება და გაგრძელდება ხვალამდე. რაც შეეხება მსგავსი აქციების სიხშირეს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის აქციები ჩატარდება ყოველთვიურად, რომ ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე,”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: