დასუფთავების აქციაში ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ ოჯახთან ერთად ჩაერთო

0

10606318_319125748265386_4943230984522673214_nდღეს, დილის 10:00 საათიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს. დასუფთავების აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ოჯახთან ერთად და თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ადეიშვილი ჩაერთნენ. თანამშრომლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსახლეობამაც.

აქციის ფარგლებში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან გასუფთავდა შენობების კედლები და ელექტრობოძები. დასუფთავების აქცია საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიგეგმა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა. აქციის მიზანია პოლიტიკური სააგიტაციო მასალისგან და სხვა საყოფაცოვრებო ნარჩენებისგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაწმენდა.

დასუფთავების მსგავსი აქციები პერიოდულად გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: