დასუფთავების აქცია ზანის თემში

0

10985982_1534680593464732_4095761579959119194_nდღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და ზანის თემის მაცხოვრებლები.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ზანის თემის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მანძილი. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები -ზანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აფაქიძე და თამაზ ბოჯგუა.