დასუფთავების აქცია ზუგდიდის კონფლიქტისპირა სოფელში

0

10985551_629002490566275_4393942347808659784_oსოფელ ორსანტიაში დასუფთავების კვირეული მოეწყო. კვირეულის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისგან გაიწმინდა ორსანტიის ადმინისტრაციული ცენტრი და ოტობაიის დამაკავშირებელი ხიდი,მდინარე ენგურის სანაპირო ზოლი და გზის სავალი ნაწილი.

დასუფთავების აქცია ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი მცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები ღებულობდნენ. დასუფთავების კვირეული პერიოდულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.