დატოვა თუ არა “კაზანტიპის” პრეზიდენტმა საქართველო ერთი დღით ადრე?!

0

391866_307031842654280_214360481_n“მადლობა შენ, დიდო და გადარეულო ერო. მინდა რომ ყოველი დღე გქონდეთ ნათელი და თქვენს სახეს ღიმილი არ შორდებოდეს,”-ასეთი შინაარსის  სტატუსი დადო facebook-ის საკუთარ გვერდზე “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა, თუმცა არა ანაკლიიდან, არამედ უკვე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან. გავრცელებული ხმების თანახმად კი მარშუნოკმა საქართველო პროექტის დახურვიდან ერთი დღით ადრე დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ოფიციალური წყაროები ვერ ამბობენ მარშუნუკმა საბოლოოდ დატოვა თუ არა საქართველო, რადგანაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტი მოსკოვში მხოლოდ ერთი დღით, პირად საქმეებზე გაემგზავრა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge “კაზანტიპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო სტურუას დაუკავშირდა. სტურუას განცხადებით მარშუნოკი დღეს ანაკლიაში მართლაც არ იმყოფება, თუმცა არ იცის თუ კონკრეტულად სად არის.

“მე ვადასტურებ, რომ ნიკიტა მარშუნუკი ამჟამად ანაკლიაში არ არის და წასულია საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრებზე. მალე დაბრუნდება. ადგილს ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ რამდენიმე ადგილას მოძრაობს, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არც თვითონ უთანხმებს არავის და არც მე შემიძლია მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ”-განაცხადა smo.ge-სთან ნინო სტურუამ.

marsh1marsh2დასამშვიდობებელ და სამადლობელი სტატუსის გამოქვეყნებამდე კი მარშუნოკმა კიდევ ერთი სტატუსი დადო, რომლის მიხედვითაც “კაზანტიპი” პროექტის განსახორციელებლად ახალ ადგილს ეძებს და ეს სავარაუდოდ ეკვადორი იქნება.ჯერჯერობით “კაზანტიპის” პრეზიდენტი გადაჭრით არაფერს ამბობს, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ხელმეორედ ანაკლიაში დაბრუნებასაც არ აპირებს.

სხვა ახალი ამბები: