დაღუპული ქართველი სამხედროები ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს

0

1001457_526228920777003_764138251_nავღანეთში დაღუპულ სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო ლაინერი 02.25 საათზე დაეშვა.
ამავე ბორტით დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც დატრიალებული ტრაგედიის გამო ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთში გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სამხედროების ჩამოსვენების ცერემონიას ესწრებიან დაღუპულთა ოჯახების ახლობლები, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო მინისტრი ირაკლი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა 6 ივნისს თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.

ქართველ სამხედროთა პანაშვიდი ხვალ, 19.00 საათიდან სამების ტაძარში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: