დაცული “რესპუბლიკა”: შსს და ჯანდაცვის სამინისტრო “კაზანტიპზე” დამატებით ჯგუფებს გააგზავნის

0

pol kazantipანაკლიაში “კაზანტიპის რესპუბლიკისთვის” განკუთვნილი ტერიტორია 450 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი 2800 მეტრზე მეტია. სწორედ ეს ტერიტორია დროებითი არენდის სარგებლობით გადაეცა “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტს, რომლის შესახებაც მან დღეს სპეციალური განცხადებაც გააკეთა.

“კაზანტიპის” ტერიტორიაზე არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს აგზავნის. ასევე, პროექტის უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც. “რესპუბლიკა კაზანტიპში” იმორიგევებს ასევე მაშველთა ჯგუფებიც.  24 საათის განმავლობაში ადგილზე იმორიგევებს ორი კატასტროფის და ერთი კლინიკა “გულის” მანქანა, სულ 3 ჯგუფის შემადგენლობით . ამას გარდა, გამოიყოფა ტერიტორია ამბოლატორული მომსახურებისთვის.

„იხსნება 20-მდე აფე, რომელიც ახლა მშენებლობის ეტაპზეა, საოჯახო სასტუმრო ანაკლიის ტერიტორიაზე. არსებობს რამდენიმე ასეული საოჯახო სასტუმრო და 17 ათასი დასაძინებელი ადგილიანაკლიაშიგანმუხურში დარჩელსა და კახათშიერთი ადგილის ფასი 15-დან 80-ლარამდე მერყეობს. პროექტზე დასასწრებად დიდი მოთხოვნის გამო “კაზანტიპის” ორგანიზატორებმა რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობი გაზრდა გადაწყვიტესანაკლიაში “კაზანტიპის” ტერიტორია 450 ათასამდე კვადრატულ მეტრს მოიცავსზღვის სანაპირო ზოლი კი 2800 მეტრს აჭარბებს“,- აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

სხვა ახალი ამბები: