დედამიწის დღე რუხის საჯარო სკოლაში აღნიშნეს

0

11134037_420424474802179_5418747185951922102_oდედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შემდეგ მან მიიღო რეგულარული ხასიათი.საქართველო დედამიწის დღის აღნიშვნას 1990 წლიდან შეუერთდა.

დედამიწის დღე რუხის საჯარო სკოლაში აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე “გაუფრთხილდეთ დედამიწას”, მოეწყო გამწვანების აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.