დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ზუგდიდში

0

aqcia„დედამიწა ჩვენი სახლია“ -ამ ლოზუნგით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მის სოფლებში მწვანე აქცია გამწვანების კვირეულის ფარგლებში ჩაატარა. მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის თანამშრომლებმა დღეს ქირიას ქუჩაზე დეკორატიული აკაციის ხეები დარგეს. მწვანე საფარი ზუგდიდში, ქირიას ქუჩის ორივე მხარესა და მეთერთმეტე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.

“ეს კვირეული უკავშირდება დედამიწის დღეს, თუმცა მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ იმაში, რომთითოეული ჩვენი თანაქალაქელი აქტიურად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებმაც მიიღეს მონაწილეობა და სოფლის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.

სხვა ახალი ამბები: