დევნილები აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არჩევას ითხოვენ

0

DSC05844დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ოფისში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ჯემალ გამახარიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დევნილთა ის ნაწილი ესწრებოდა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერენ დავით ფაცაციას, გიორგი შერვაშიძესა და ვახტანგ ყოლბაიას.

დევნილებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატს მოსთხოვეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში შეიტანონ მუხლი, რომლის მიხედვითაც არჩევითი გახდება როგორც აფხაზეთის საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ორგანოში. აღნიშნულ საკითხებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში კამათი მოჰყვა.

აფხაზეთის უზენაესი საჭოს დეპუტატმა ზუგდიდი დღესვე დატოვა.

 

სხვა ახალი ამბები: