დევნილები და არასამთავრობოები დღეს დალილა ხორავას მხარდასაჭერად იკრიბებიან

2

dalilaდღეს, 17 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სადაც მონაწილეობას მიიღებენ დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციების , აფხაზი ეროვნების მოქალაქეები, უნარშეზღუდული პირები და სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენლები.

“შეხვედრაზე დაფიქსირდება პოზიცია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი ერთ ერთი კანდიდატის ქალბატონ დალილა ხორავას მხარდასაჭერად. გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ ქალბატონის მიერ განვლილ გზაზე და ამასთანავე გაიგზავნება მიმართვის ტექსტი, რომ მათ გაითვალისწინონ მათი აზრი და მიიღონ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება.”-აცხადებს  არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ლიდერი ნონა უბილავა.

იგი ასევე დასძენს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება წინაპირობა დევნილთა მხარდაჭერისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებშიც.

“გამომდინარე შექმნილი ძლიერი კონკურენტურანი გარემოდან სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება წინაპირობა ამ უწყებაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორების, ნდობის აღდგენის, ეფექტური მუშაობის , დევნილების მხარდაჭერის და მათი უფლებების დაცვის საკითხშიც. შეხვედრას დაესწრებიან ევროკავშირის დამკვირვებელთა ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებიც,”-აცხადებს ნონა უბილავა.

სხვა ახალი ამბები: