დევნილები ზუგდიდის პოლიციამ დაკითხა

0

192462_471254339586890_215993302_oდევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ქეთინო ჯობავა არ უარყოფს, რომ დევნილთა სამინისტროსგან სწორედ მათ ითხოვეს ის საქონელი, რომელიც შემდგომ ზუგდიდში პოლიტექნიკური ტექნიკუმში და ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებს გადასცეს.

“დევნილთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ეს იყო ვადაგასული საქონელი, თუმცა ჩვენ ეს მაინც წამოვიღეთ, რადგანაც დევნილები ამას მაინც გამოვიყენებდით სხა რამეებში, მაგალითად სარეცხ საშუალებებს გამოვიყენებდით პოლის გასაწმენდად, ასევე კბილის პასტას თეთრი ფეხსაცმლების გასარეცხად და ასე შემდეგ. ის თითქოს კბილის პასტით ბავშვი მოიწამლა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც არ არსებობს არანაირი სამედიცინო დასკვნა, რომელიც ამას დაადასტურებს. ეს ისევ და ისევ მოგონილია რუსთავი2-ის კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიერ და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რომელსაც ნონა უბილავა ხელმძღვანელობს. ეს იყო მათი შავი პიარი, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს ასე აწყობს. ესენი არიან შემსრულებლები და ამაში გარწმუნებთ”-აცხადებს ქეთინო ჯობავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ასევე დაუკავშირდა იმ დევნილებს, რომლებმაც სამინისტროდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. დევნიულები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ ისინი იღებდნენ ვადაგასულ საქონელს, თუმცა მისი გამოყენება სხვა საქმეში შეიძლებოდა და ხელს მაინც გაატანეს.

“ჩვენ ვიცოდით რაც მიგვქონდა სახლში, მაგრამ ამასთანავე ვიცოდით ისიც თუ რაში გამოვიყენებდით ამას. ეს იყო ის ტვირთი, რომელსაც სუბელიანი უმალავდა დევნილებს. ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ აქ იყო ისეთი საქონელი, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული თუმცა ჩვენი ნებით წავიღეთ. ჩვენ კბილის პასტა იმისთვის არ წაგვიღია, რომ გვეჭამა ან ბავშვისთვის უყურადღებოდ დაგვედო, ჩვენ ვიცოდით თუ რაში გამოვიყენებდით ამას”-აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ნანა შონია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ ის ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. დევნილები ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს, თუმცა რის საფუძველზე ჯერჯერობით უცნობია.

“შემოვიდაო პოლიციაში განცხადება ამ ვადაგასული საქონლის დარიგებასთან დაკავშირებით და რათქმაუნდა ყველა დევნილმა და მათ შორის მეც ის ჩვენებები მივეცით, რაც სინამდვილეში იყო და რაც მოგიყევით მეც და დევნილებმა. პოლიციამ დაახლოებით 4-5 დევნილი დაკითხა. ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი და ჩვენც გავეცით ჩვეულებრივი პასუხი რაც რეალურია.”-აცხადებს ქეთინო ჯობავა.

სხვა ახალი ამბები: