დევნილები ისევ ადგილზე რჩებიან. რატომ მოატყუეს ადგილობრივი მედია?!

1

boro

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/vazganava.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი კობა ვაზგანავა, რომელიც პირამოკერილი დევნილის რამაზ არონიას დროებით ახმოვანებდა მედიის წარმომადგენლები შეცდომაში შეიყვანა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ დევნილებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად მოშიმშილე დევნილებმა სატელეფონო საუბრებისას განუმარტეს.

“ჩვენ არ შეგვიწყვეტია შიმშილობა, რადგანაც ველოდებით მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებას არსებულ საკითხებზე. მე უბრალოდ არ შემეძლო საუბარი პრესასთან რადგანაც პირი მქონდა ამოკერილი”-აცხადებს რამაზ არონია.

“მე არ ვიცი, მეგონა რომ შიმშილობა შეწყვიტეს, რადგანაც არონია დათანხმდა ამოკერილი პირი გაეხსნა, თუმცა არ არის ეს პრობლემა, პრესას ისევ დავიბარებ და ვეტყვი რომ შიმშილობა დევნილებს ჯერ არ შეუწყვეტიათ.”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი კობა ვაზგანავა.

დევნილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათთან შეუთანხმებლად გარკვეული ტიპის განცხადებები კეთდება პრესასთან. “ჩვენ არავის გამოსაყენებელი და სპეკულირების საგანი არ ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა და ამიტომაც ვართ აქ. მართლა ყველას ეყოს ჩვენი გამოყენება”-აცხადებს დევნილი გალის რაიონიდან დარეჯან თაკალანძე.

ამ წუთებში დევნილები ისევ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ელოდებიან და თანაც შიმშილობას განაგრძობენ. “ჩვენ უნდა მივიღოთ საბოლოო და კონკრეტული პასუხი ჩვენს საცხოვრებელ ფართებზე. სხვა თემა ჩვენს ინტერესებში არ შედის. თუ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ნორმალურ ფარგლებში ჩაივლის და ჩვენ დავრწმუნდებით დაპირებების უტყუარობაში მაშინ შევწყვეტთ შიმშილობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ვიშიმშილებთ უვადოდ.”-აცხადებენ ჯერჯერობით ისევ დევნილთა ტერიტორიული ორგანოს შენობაში მყოფი დევნილები.

სხვა ახალი ამბები: