დევნილებმა არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში შეჭრა სცადეს

0

3025patruli atwleuliზუგდიდში, ფერდინანდის ქუჩაზე  ხმაური იყო . დევნილები არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობის” ოფისთან შეიკრიბნენ და გერმანული ორგანიზაციისგან ჰუმანიტარული ტვირთის გაცემას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფისში შეჭრითა და დარბევით იმუქრებოდნენ. დევნილთა მოსალოდნელი შეჭრა არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში ადგილობრივმა პოლიციამ დროულად აღკვეთა.

საქმე ეხება იმ ჰუმანიტარულ დახმარებებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანულ ორგანიზაცია IBN-თან ერთად მხოლოოდ 150 დევნილზე გადაანაწილა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობის” ხელმძღვანელმა მარინა დავითაიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა “გერმანული ორგანიზაცია IBN ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტს სახელწოდებით „გადაზამთრება“, რომელიც გათვლილია 350 ოჯახისთვის. აქიდან 170 არის დევნილთა ის ოჯახები, რომლებიც არანაირი სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება და არიან უკიდურესად გაჭირვებულები, ხოლო დანარჩენი 150 არის ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ეს პროექტი ხორციელდება სამეგრელოს ოთხ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდშიც. სიები კი გერმანულ ორგანიზაციას ადგილობრივმა გამგეობებმა და დევნილთა სამსახურმა მიაწოდა.”-განაცხადა მარინა დავითაიამ.

ჰუმანიტარული ტვირთის მიუღებლობით შეწუხებული დევნილები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის  დევნილთა სამსახურს და  მის ხელმძღვანელობას სიების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით დევნილთა სამსახურმა მათი ნათესავებისა და ნაცნობების სიიები გადასცა გერმანულ ორგანიზაციას, რომ ჰუმანიტარული ტვირთი სწორედ მათზე გადანაწილებულიყო.

„აქ დიდი მაფია ტრიალებს. მათ იმ ხალხის სიები ჩაუგდეს ამ გერმანულ ორგანიზაციას ხელში, ვისთანაც ახლობლობენ ან სულაც, მათი ნათესავები არიან. არაფრით არ დავთმობთ ამას და ყველას პასუხს ვაგებინებთ ვინც ეს ჩაიდინა,“-აცხადებს დევნილი აფხაზეთიდან დინა ტორუა.

დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ქოჩუას განცხადებით, მან არაფერი იცის ამ სიების შესახებ, რადგან ის ამ სამსახურის ხელმძღვანელად ახლახან დაინიშნა. „მე მართლა არაფერი ვიცი ამ სიების შესახებ ვინ რა დაწერა. დღეს სხვა საქმეებთან დაკავშირებით წალენჯიხაში გახლდით, ხვალ კი აუცილებლად მოვითხოვ იმ სიებს, რომელიც გერმანულ ორგანიზაციას გადასცა ჩემმა წინამორბედმა. აუცილებლად დავაზუსტება ამ სიების შედგენის სამართლიანობასაც“-განაცხადა ირაკლი ქოჩუამ

 

 

სხვა ახალი ამბები: