დევნილებმა გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

0

012აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა, რომლებიც დროებით შესახლებულნი არიან კერძო პირთა ობიექტებში, გაეროს ზუგდიდის ოფისის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. დევნილთა განცხადებით მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები და ამასთანავე მინიმალური საცხოვრებელი პირობებიც. გაეროს ოფისთან დევნილების მიერ გამართულ აქციასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც, როგორც თავად იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნავენ გაერო სხვადასხვა სახის პროგრამებით მხოლოდ წინასწარ მათ მიერ შერჩეულ დევნილებს ეხმარება და არა იმათ, ვიასაც ძალიან უჭირს.

“სავსეა ამ ოფისის საწყობები ჰუმანიტარული დახმარებებით, თუმცა ჩვენ ე.წ “შეჭრილ დევნილებს” მხოლოდ იმიტომ არ გვეხმარებიან თურმე რომ დევნილობასთან ერთად “შეჭრილების” სტატუსის მატარებელიც აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ კერძო მესაკუთრის შუამდგომლობაც წარვუდგინეთ, ისინი მაინც აარ იმეტებენ ჩვენთვის დახმარებებს. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, მომავალში კი უფრო ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს ვგეგმავთ,”-აცხადებს დევნილი გალის რაიონიდან ნიაზ ღადუა.

“არაფრის საშუალება არ გვაქვს დევნილებს. მყავს ავადმყოფი შვილი და ყველაზე მეტად მიჭირს ამქვეყნად, მაგრამ ჩემი დამხმარე არავინ არ არის. გაეროს ოფისში რამდენჯერაც მოვედი დახმარების სათხოვნად იმდენჯერ უარი მივიღეთ. მაშინ საერთოდ რატომ არიან ესენი აქ? სრას აკეთებენ? ჩვენ მივაწვდენთ ხმას მათ სათაო ოფისებს და ვითხოვთ არ მოხდეს დევნილების შძერჩევა, როცა დახმარებაზეა საუბარი,”-აცხადებს დევნილი დარეჯან თაკალანძე.

სხვა ახალი ამბები: