დევნილებმა ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

0

a24289ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალი.  ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით მოაწყვეს. დევნილებს უკვე თვეზე მეტია აღნიშნულ შენობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ამის მიზეზად სახელდება დაუკანონებელი ფართები, სადაც ენერგო-პრო-ჯორჯიას გამრიცხველიანება არ მოუხდენია.

“შეჭრილი დევნილის ” სტატუსი მათ არ აძლევს იმის გარანტიას და უფლებას ისარგებლონ იმ პრივლეგიებით , რომელიც გააჩნია კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც წესრიგს იცავდნენ.

დევნილებთან მოლაპარაკებაზე მივიდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე შედგა მოლაპარაკება და ხვალ ყველა უწყების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით სავარაუდოდ მოგვარდება მათი პრობლემა.

სხვა ახალი ამბები: