დევნილებმა ქალაქ ფოთში ახალი საცხოვრებელი ბინები მიიღეს

0

binebi fotshiფოთში დევნილი ოჯახებისთვის, ფარული კენჭისყრის პრინციპით, ბინები განაწილდა. ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის 7 ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც ბინა 280-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადი სულ 2 288 დევნილმა ოჯახმა შეავსო. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიამ 280 ოჯახი შეარჩია.

ფარული კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ კორპუსსა და ბინაში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

სხვა ახალი ამბები: