დევნილთა მინისტრმა ფოთში ჩასახლებული დევნილები მოინახულა

0

116_116_202329__MG_1752დევნილთა მინისტრი დღეს ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. დავით დარახველიძემ მათი პრობლემები მოისმინა და ის პროგრამები გააცნო, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს.

“ამ დასახლებაში, სადაც საბინაო პრობლემა ძირითადად გადაწყვეტილია, უკვე პირველი რიგის პრობლემა არის დასაქმება და შემოსავლის წყარო, თუმცა მე აქ მოვისმინე საცხოვრებელი ფართების სივიწროვის პრობლემაც. ორ ოთახიან ბინებში შესახლდნენ 7-8 სულიანი ოჯახები,რაც მათთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს,”-აცხადებს დევნილთა და განცხადების მინისტრი დავით დარახველიძე.

დევნილთა სამინისტრო სამეგრელოში ჩასახლებული დევნილების პრობლემების მოგვარებაზე ჩქარი ტემპებით მუშაობს. უახლოეს მომავალში ნავარაუდევიახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში.

სხვა ახალი ამბები: