„დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“ საია-ს ყოლბაიას დანიშნვის კანონიერების შესწავლას სთხოვს

0
news“აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი” საქართველოს ახალგაზრდა იურიტსთა ასოციაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშნვის კანონიერების შესწავლის მიზნით იურისტთა ჯგუფის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელობას მივმართავთ, სასწრაფოდ დაინტერესდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარღვევით. მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ გამოყოთ იურისტთა ჯგუფი, რათა მან ძირეულად შეისწავლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 აპრილის დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი ბარამიას გათავისუფლებისა და მოვალეობის შემსრულებლად უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მოხდა საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, კანონის უგულებელყოფა, რასაც დეპუტატთა არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, “აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი” საია-ს მიმართავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

სხვა ახალი ამბები: