დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს დახმარება გაუწია

0

1ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ზუგდიდიში პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობაში და ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. დახმარებები დევნილთა 150-მდე ოჯახს გადაეცა. თითოეულ კომპლექტში შედის საყოფაცხოვრებო ავეჯი, ხალიჩები, საბნები, სარეცხი საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი, რომელიც თითოეულ ოჯახს სჭირდება.

“ჩვენ დევნილები დიდ მადლიერებას გამოვხატავთ დევნილთა სამინისტროს მიმართ, რადგანაც ეს მართლაც მნიშვნელოვანი დახმარებაა თითოეული დევნილი ოჯახისთვის.”-აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ფატმან ანჯაფარიძე.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი სახის დახმარებები უახლოეს მომავალში სამეგრელოს თითქმის ყველა დევნილთა დასახლებას გადაეცემა.

სხვა ახალი ამბები: