დევნილთა სამინისტრო ზუგდიდში მრავალშვილიან ოჯახს ეხმარება

0

10368666_556412934471516_885946512_oსოციალურად დაუცველ დევნილ მრავალშვილიან ოჯახს ხელისუფლებამ კომპიუტერი გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრიდ მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა პირობა შეასრულა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.

რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟვანიამ გვალიების შვიდშვილიან ოჯახს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა. ამასთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ გადასცეს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და ტანსაცმელი. მოზარდების მშობლები უმუშევრები არიან და საცხოვრებელი პირობებიც არ აქვთ საუკეთესო. ბავშვების მამა კობა გვალია მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ უწყების მიმართ, რომლებიც პერიოდულად ეხმარებიან მის ოჯახს.

“მე მადლობის მეტი რა მეთქმის ყველას მიმართ, უკვე მრცხვენია კიდეც, მაგრამ ერთჯერადი დახმარებებით ვერ ვწყვიტავთ ოჯახის პრობლემას. პროფესიით ვარ მძღოლი და ყველაზე კარგი იქნება თუ გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და დამასაქმებს. მინდა ყოველდღე მონდეს შემოსავალი და არ მეშინოდეს იმისი, რომ ჩემი შვილები შიმშილით შეწუხდებიან”-აცხადებს კობა გვალია.

ბავშვების დედას შორენა გვალიას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. მასაც მიაჩნია, რომ პირობების გაუმჯობესება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებით. მათ დახმარება აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენლობამაც გაუწია.

“ამ ოჯახს ჩვენ დიდი ხანია ვეხმარებით. არა მხოლოდ საკუთარი ძალებით და სახსრებით, არამედ გამოყენებული გვაქვს ადამიანური რესურსებიც. გვყავდა რამოდენიმე სპონსორი, მთ უყურადღებოდ არ ტოვებს ადგილობრივი ხელისუფლებაც, თუმცა პერმანენტული დახმარებები ვერ გადაწყვეტს მათ ყოველდღიურ პრობლემებს, ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები მოზარდების მშობლებს დასაქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მხარი დავუჭიროთ სამუშაოს მოძიებაში”-განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველმა ნონა უბილავამ.

სხვა ახალი ამბები: