დევნილთა სამმართველოდან მოხსნილი გოჩა ელერჯია და დევნილთა პროტესტი

0

devnilta-sammartveloსაინფორმაციო სააგანტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ელერჯია. გათავისუფლების მიზეზები თავად მისთვისაც უცნობია, თუმცა ამ ინფორმაციას ელერჯია ადასტურებს და smo.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება მას დევნილთა სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა ირაკლი ქოჩუამ გადასცა. გოჩა ელერჯია ასევე აცხადებს, რომ ის ამ ფაქტის გასაჩივრებას აპირებს და იმ მიზეზების დადგენასაც, რომლის მიხედვითაც ის სამსახურიდან დაითხოვეს.

გოჩა ელერჯიას გათავისუფლების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა და smo.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი ხვალ, დილის 11 საათზე გადაწყდება. “არავის არ მოუხსნია და არც რაიმე ბრძანებულება გადამიცია მისთვის. თუ აქვს მაშინ გაჩვენონ. ყველაფერი ხვალ დილით, დაახლოებით 11 საათისთვის გადაწყდება”-აცხადებს ქოჩუა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის დევნილთა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებენ ზუგდიდში ჩასახლებული დევნილები და აცხადებენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ელერჯიას გათავისუფლების სანაცვლოდ სამმართელოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას გეგმავს. დევნილები აცხადებენ, თუ დევნილთა გათავისუფლების სანაცვლოდ სამმართველოში ადგილობრივ კადრებს ჩაანაცვლებენ ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

აუდიო

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/sakadro-cvlilebebi-devnilta-sammartveloshi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

სხვა ახალი ამბები: