დევნილთა სამმართველო წალენჯიხაში სარეაბილიტაციო ობიექტებს ირჩევს

0

img_0990სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის დევნილთა სამმართველოს ახალმა უფროსმა ირაკლი ქოჩუამ დღეს მთელი დღე წალენჯიხის რაიონში დაჰყო. ამის მიზეზად სარეაბილიტაციო ობიექტების მოძიება სახელდება, სადაც წალენჯიხის ტერიტორიაზე აღრიცხული დევნილები უნდა შეასახლონ. როგორც დევნილთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი ქოჩუამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა მთ უკვე შეარჩიეს ექვსი ობიექტი, სადაც უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მანამდე აღნიშნული ობიექტების მდგრადობის საკითხი სპეციალურად გამოყოფილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს.

“ჩვენ მთელი დღის მუშაობის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ექვსი ობიექტი, სადაც დიდი ალბათობით სულ მალე დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა მანამდე ჩვენ გამოვყოფთ სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ სპეციალურ კომისიას, რომლების შეისწავლიან ამ ობიექტების მდგრადობას. ეს ექვსი ობიექტი მდებარეობს წალენჯიხის ცენტრში, სადაც ძირითადად შევასახლებთ იმ დევნილებს, რომლებიც აღრიცხულნი არიან წალენჯიხის რაიონში. ჯერ არ ვიცით თუ რამდენი ოჯახი შეძლებს ამ ექვს ობიექტში ცხოვრებას, რადგან უნდა გამოვითვალოთ კვადრატული მეტრობით. ეს ზუსტად ხვალისთვის გვეცოდინება,”-განაცხადა დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ.

სხვა ახალი ამბები: