დევნილთა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები სენაკში

0

10327167_553437768102366_1714232952_nაფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ზუგდიდისა და დარჩელის შემდეგ სამედიცინო – პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა სენაკში. ორი ათასამდე დევნილი გაესინჯა სამხედრო დასახლებაში . დღეს კი სენაკის სამედიცინო ცენტრ ” არქიმედეში” მოხდა ამავე რაოდენობის პაციენტების ვიზიტი ექიმებთან.

პროცესს უშუალოდ აკონტროლებდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. 

“ჩვენ სამეგრელოში მოვიცავთ ყველა რაიონს და დასახლებას. უკვე ჩატარებული გასინჯვების გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენ გამოვყავით გაცილებით მეტი თანხა მედიკამენტებზე, რომელიც გაიცა დიაგნოზირების შემდეგ. უახლოეს მომავალში ანალოგიურ კამპანიას ჩავატარებთ ჯვარზენში, ფოცხოში , ფოთში. ასევე მინდა ავღნიშნო მხარის გუბერნატორის ბატონი ლევან შონიას მხარდაჭერა. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ავღნიშნავ, რომ მისთვის პრიორიტეტულია დევნილი და დევნილის პრობლემებია – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარანძე უშუალოდ ხელმძღვანლობს აღნიშნულ პროცესს. 

“თბილისიდან ჩამოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ბრიგადა. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევებიც. ხდება ინფორმაციის გაცემა საყოველთაო ჯანდაცვის ახალ პროგრამაზეც, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ანაზღაურებს ჯანდაცვის ხარჯის 70 %, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება დანარჩენ 30 %-ს. სამედიცინო მომსახურეობა გავუწიეთ სამი ათასამდე პაციენტს , სადაც გარკვეული წილი მოდიოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ერთად -ერთი სხვაობა ის იყო რომ ჩვენ ვერ შევძელით მათზე მედიკამენტების გაცემა. მედპერსონალის მიერ გამოვლინდა ბევრი პირველადი კერაც და შევეცადეთ ყველა მათგანისთვის ჩვენს პრაქტიკულ დახმარებასთან ერთად მიგვეცა სწორი და ობიექტური ინფორმაცია მკურნალობის შემდგომ ეტაპებზეც” – განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარანძემ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან ერთად მოაგვარა ყველა ორგანიზაციული საკითხი და ხელი შეუწყო სამინისტროს შეუფერხებლად და ეფექტურად განეხორციელებინა დევნილების მომსახურეობა. გოჩა დგებუაძის დახმარებით მოხერხდა მინიციპალური ტრანსპორტით სოფელ მენჯში ჩასახლებული ასობით აფხაზეთის მკვიდრის სენაკში ჩამოყვანა .

“მინდა დავაფიქსირო საკუთარი მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს ინიციატივა, დაგეგმეს ღონისძიება, გამოყვეს თანხა, ჩაატარეს გამოკვლევები, დაარიგეს საჩუქრები, დაგვეხმარნენ ორგანიზებაში. დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანს გათვითცნობიერებული აქვს რეგიონში არსებული ურთულესი სოციალური ფონი და ის, რომ ანალოგიური კამპანიები ხელს უწყობს არა მხოლოდ აფხაზეთის მკვიდრთა სამედიცინო მხარდაჭერას და დახმარებას, არამედ აფიქსირებს უფრო მნიშვნელოვანს- ხელისუფლების ყოველდღიურ ზრუნვას და მზაობას გააგრძელოს დევნილი მოსახლეობისადმი ანალოგიური და ეფექტური მიდგომა”- განაცხადა ჩვენთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ.

სხვა ახალი ამბები: