დევნილთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში პრესკონფერენცია გამართა

0

430111_404674082978736_658602592_nარასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ ზუგდიდში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა ისევ და ისევ დევნილთა ჩასახლებებში შექმნილი პრობლემები იყო.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებ ე.წ. “შეჭრილ დევნილებთან დაფიქსირდა საპატრულო პოლიციის გამოძახების 61 ფაქტი. გამოძახებების დროს ეკიპაჟებს არცთუ იშვიათად სჭირდებოდათ დამატებით ძალების გამოძახებაც. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას და ჩარევას საჭიროებს ყველა იმ უწყების და პირისგან, რომლებიც არიან ჩართული დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხში. მიმაჩნია რომ დანაშაულის პრევენცია არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების დასაქმება” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა დააფიქსირა, რომ:

“ამ დღეებში უკვე დაანონსებული ინფორმაციით ზუგდიდში უნდა დაიწყოს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობები. სასურველია თუ სამშენებლო კომპანიები გაითვალისწინებენ საზოგადოების ამ ფენის პრობლემებს და დაასაქმებენ მათ. მათ გაუჩნდებათ შმოსავალი და შსაბამისად სავარაუდოდ მოეხსნებათ ფსიქოზის , ნერვოზის და დეპრესიის სიმპტომები.სამშენებლო კომპანიებს აქვთ სამართლიანი მოთხოვნები, რომ მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამიტომ სასურველია თუ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიათ პროექტებში პრიორიტეტულს გახდიან მათ პროფესიონალურ გადამზადებას და მიანიჭებენ შესაბამის კვალიფიკაციას. ამასთან ერთად მიღებული ინფორმაციით ზუგდიდში გარკვეული ძალები აპირებენ დევნილების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც აპირებს დევნილების ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, რომ მათ პროტესტი და აქციის გამართვას ამჯობინონ დევნილების მხარდაჭერა. ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმაც ჩაანაცვლონ ცივილური კომუნიკაციით.”-აღნიშნა ნონა უბილავამ.

სხვა ახალი ამბები: