დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება

0

shemceoba_დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამას მთავრობის დღევანდელ სხდომა დამტკიცებული ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომლის უმთავრესი მიზანი დევნილთა უფლებების დაცვაა. მისივე ინფორმაციით, გაზრდილ შემწეობას არ მიიღებს ის პირი, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დევნილთა 414 ოჯახს მთავრობამ საცხოვრებელი ბინები სიმბოლურ ფასად გადასცა.
დარახველიძის ინფორმაციითვე, ზამთრის სეზონიდან დევნილთა 25 000 ოჯახი დენისა და ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ლაპარაკია იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულები 70 001-ზე ნაკლებია.

როგორც დარახველიძე განმარტავს, კოლექტიური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის ყოველთივური შემწეობა აქამდე 22, ხოლო კერძო ობიექტებში მცხოვრებთათვის 28 ლარს შეადგენდა.

დევნილთა შემწეობის ზრდა იანვრიდან მარტამდე პერიოდში არის დაგეგმილი. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს 1 იანვრიდანვე გახდება შესაძლებელი.

სხვა ახალი ამბები: