დევნილთა შიმშილობის აქცია ისევ გრძელდება

0

devnilebi2აუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/aqcia-grzeldeba.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
დევნილთა შიმშილობის აქცია ლთოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს შენობაში ჯერჯერობით ისევ გრძელდება. დევნილები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მინისტრის მოადგილესთან, მამუკა ცოტნიაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ, თუმცა სავარაუდოდ შიმშილობას დევნილები ამაღამვე შეწყვეტენ. რაც შეეხება პირამოკერილ რამაზ არონიას, ის მინისტრის მოადგილემ პირადად წაიყვანა საავადმყოფოში და პირი გაუხსნეს.

“ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. სანამ არ დაგველაპარაკება მინისტრის მოადგილე კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებას არ ვცვლით. ჩვენ მას შევხვდით და დაველაპარაკეთ, თუმცა საბოლოო შეათანხმება ჩვენს შორის ჯერ არ მიღწეულა. მინისტრის მოადგილე ამჟამად საავადმყოფოშია გასული და ჩვენთან ისევ მობრუნდება”-აცხადებს დევნილი გალის რაიონიდან დიანა ალანია.

მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი თითოეულ დევნილს დახმარება აღუთქვა. მისი განცხადებით 2013 წლის ბოლომდე ყველა დევნილი საკუთარი საცხოვრებელი ფარტებით დაკმაყოფილდება. ცოტნიაშვილის განცხადებით დევნილთა საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია ერთ თვეში დაიწყება და განაწილების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ თერთმეტმა დევნილმა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს შენობაში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება იყო. რამდენიმე საათის წინ კი მოშიმშილეთაგან ერთ-ერთმა დევნილმა პირიც ამოიკერა.

სხვა ახალი ამბები: