დევნილთა ჩასახლებებში ბიბლიოთეკები გაიხსნება

0

20130802183606-3ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილე გოგი ფაცაციამ “რეგიონალური განვითარებისა და აქტივობის ცენტრთან“ (RDAC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის არასახარბიელო სოციალური და კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესება.

დევნილ მოზარდთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების პროცესში მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის მნიშვნელობის გათვალისწინებით, “რეგიონალური განვითარებისა და აქტივობის ცენტრი“ დევნილთა სამინისტროსთან ერთად მიზნად ისახავს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში ბიბლიოთეკების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ახალგაზრდების განათლება-განვითარებას, მოსახლეობაში სტიმულის გაჩენას და წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდას რეგიონულ დონეზე.

სხვა ახალი ამბები: