დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: “ანაკლიაში გაჩნდა სიმსივნე” (VIDEO)

0

dekanoziiiკაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი ისევ ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელში დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ ფესტივალს ავთვისებიან სიმსივნედ მოიხსენიებს. 

ანაკლიაში ჩნდება სიმსივნე. ადამიანს როცა აქვს სიმსივნე, ორგანოზმი მიდრეკილია სიმსივნური უჯრედების გამრავლებისკენ. ხოდა ჩვენი ერიც მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, ერთი სული აქვს როდის დაავადდება. აქედან გამომდინარე, ეს სიმსივნე გაჩნდება, მაგრამ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება – ღმერთი ერს, რომელიც მიდრეკილია უბედურებისაკენ, აძლევს შესაძლებლობას ამ საშინლების დანახვით გამოფხიზლდეს,”-ქადაგებს დეკანოზი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.

რადგან ჩვენ ჩვენი სულის საცხოვნებლად ვართ მოსულები, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეხლა სხვა დროა, მაინც არ მოგვისმენენ: ჩვენ ვალდებულები, ვართ რომ ვიყვიროთ, როცა ბოროტებას ვხედავთ. საქართველოში – ანაკლიაში გაჩნდა სიმსივნე. თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა აიმაღლოს ამის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი -უმაღლესმა იერარქიამ – ეპისკოპოსებმა. იქ წავლენ ჩვენი შვილები,ჩვენი ოჯახის წევრები და თითოეულ ამ სულზე ჩვენ პასუხს ვაგებთ, ეს სიმსივნე თუ არ ამოვკვეთეთ, მთელ საქართველოს მოედება, რადგან გეგმაშია, რომ 10 წელი ეს პროექტი აქ უნდა იყოს. ეს არის სასიკვდილო განაჩენი ერისათვის,”-ამბობს დეკანოზი.

სხვა ახალი ამბები: