დეკანოზმა ანდრია კემულარიამ ნინა სუბლატის სასცენო იმიჯი დემონს შეადარა

0

11102784_891704364224271_4568649704511128803_nდეკანოზი ანდრია კემულარია სოციალურ ქსელ facebook-ში საკუთარი გვერდის საშუალებით “ევროვიზია 2015” – ის კონკურსს გამოეხმაურა, სადაც ქართველი მონაწილის სასცენო იმიჯს აკრიტიკებს. კემულარიას განცხადებით ქართველი მონაწილის გამოსვლა და სასცენო იმიჯი დემონისას ჰგავდა

ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. andriaროცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ანდრია კემულარია.

სხვა ახალი ამბები: