დეპუტატთა პროტესტი: სენაკში საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალ არჩევას ითხოვენ

0

protestiiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალ არჩევას ითხოვს. თერთმეტივე წევრი “ქართული ოცნების” კვოტით არჩეული დეპუტატია, რომლებიც საკრებულოს სხდომებზე დასწრებაზე უარს მანამდე აცხადებენ, სანამ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალი არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

14 ივლისს გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულომ თავმჯდომარედ სენაკელი კახა რუსია 16 ხმით აირჩია.  სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ”ქართულმა ოცნებამ” ხვიჩა ჯიშკარიანის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფმა კი ასევე ”ქართული ოცნების” წევრი  ”მრეწველებიდან” კახა რუსია.
ხვიჩა ჯიშკარიანმა ფარული კენჭისყრით 13 ხმა მიიღო, ხოლო კახა რუსიამ – 16.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს მტკიცებით კახა რუსიას გამარჯვება ფარულ კენჭისყრაში ”რესპუბლიკელების”, ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”ნაციონალების” ფარულმა ალიანსმაც განაპირობა.

“იცით რა ხდება? ყველა განაწყენებული, რომლებიც გადაბარგდა უმეტესად “ნაციონალებში” რუსიას ხმების დაგროვებაში წინა ღამეს გაურიგდა. ამის მიმანიშნებელია თუნდაც ის, რომ არჩევისას მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ გაიკვირვა კიდევაც 16 ხმა. ის უფრო მეტს ელოდა. ანუ რა ხდება, გარიგება სახეზეა”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

სენაკის საკრებულოს თერთმეტ წევრს, რომლებიც პროტესტის ნიშნად სხდომებზე გამოცხადებას არ აპირებენ, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს წარსულში უფლებადამცველი, “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი ინგა ქარდავა, რომელიც წინასაარჩევნოდ “ნაციონალების” ბანაკში აღმოჩნდა. ქარდავა დეპუტატების ნაწილს შეახსენებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე უმრავლესობით იქნა არჩეული და ის ხელშეუხებელია.

“მინდა მივმართო სენაკის საკრებულოს წევრების იმ ნაწილს,რომლებიც პროტესტ უცხადებთ საკრებულოს თავმჯდომარეს.თქვენ სენაკის მოსახლეობამ მოგცათ ის მანდატი,რომლითაც თქვენ უნდა იცავდეთ მათ უფლებებს და მათ ნებას სენაკის საკრებულოში,რომელსაც თქვენ იგნორირებას უწევთ.ერთი ადამიანის ხუშტურიკებს სენაკის მოსახლეობის უფლებები რატომ უნდა შეეწიროს.საკრებულოს უმრავლესობა ყავს,რომელმაც თავმჯდომარე აირჩია,”-წერს ინგა ქარდავა სოციალურ ქსელში.

დადგება თუ არა დღის წესრიგში სენაკის საკრებულოში თავმჯდომარის ხელახალი არჩევა ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: