დე-ფაქტო აფხაზეთის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით აფხაზეთის რკინიგზაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება

0

apxazeetis rkinigzaაფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებას ,,აპნიპრესი“ ავრცელებს.

,,არ არსებობს არანაირი რკინიგზის აფხაზურ–ქართული ნაწილი. არსებობს აფხაზური რკინიგზა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებაშია და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. 20 წელზე მეტია საქართველოს აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიიდან სარკინიგზო მიმოსვლა დაბლოკილია. რუსული და აფხაზური მხარეები არაერთხელ აყენებდნენ აფხაზეთის რკინიგზის გავლით ტრანზიტული მიმოსვლის აღდგენის საკითხს, თუმცა აქამდე ეს საკითხი გადაუწყვეტელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: