დე-ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი ოთარ ხეცია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

0

kheciaაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ თანამდებობიდან დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია გაათავისუფლა. ბგანბამ ხეციას გათავისუფლებაზე სპეციალურ ბრძანებულებას ხელი დღეს მოაწერა.

დღესვე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე რაულ ლოლუა დაინიშნა. ინფორმაციას აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ აფხაზური პრესა ავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: